2021-04-22 10:42:07, 481 ნახვა
სამართალი
მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატრებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, ო.ი. 1984 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს და 1989 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
„დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულიხსმობს“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),