07:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 16:57:59, 691 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, დანასაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ.თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც  მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, ო.ა.-მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ.ა.-ს მიმართულებით რვა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ლ.ა.-მ   ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ო.ა.-ს ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ო.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება გამოძიების პირველ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას),  236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics