|
2021-04-20 13:17:18, 589 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა, რომლის მონაწილეც თავად იქნება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რეფერენდუმის წინ ის საქართველოში ჩამოვა და პროცესის უშუალო მონაწილე იქნება. „ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე. 43%-იანი, ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების და ესაა რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. შემოდგომაზე ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონო და მოპარული არჩევნების შედეგად. გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედუნარიანები, მობილიზებულები. მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ. მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს, ჩემი სიცოცხლის, თუ თავისუფლების ფასად. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)