19:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 09:27:30, 584 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა

საქართველოში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა, - აღნიშნულის შესახებ თავად მიშელმა გუშინ, ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

„მე მაქვს პატივი, განვაცხადო, რომ საქართველოში ჩამოვალ ხვალ, რათა შევხვდე ყველა თქვენგანს, გამოვხატო ნდობა და განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ უნდა გადავდგათ მეტი ნაბიჯი ერთად, რომ გავაძლიეროთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 აპრილს ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics