|
2021-04-19 22:59:01, 730 ნახვა
კომენტარი
შარლ მიშელი - ერთმანეთს ექვსი კვირის წინ შევხდით, დღეს პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და პრეზიდენტი ამ ერთობის სიმბოლოა
„ერთმანეთს ექვსი კვირის წინ შევხდით, დღეს პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და პრეზიდენტი ამ ერთობის სიმბოლოა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დასაფასებელია პოლიტიკური პარტიების გამბედაობა და ძალისხმევა. „6 კვირის წინ მე შევხვდი ყველა თქვენგანს საქართველოში, თბილისში და თქვენ გახსოვთ, რომ მე გითხარით, რომ ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური დიალოგი, რათა გამოვიდეთ პოლიტიკური ჩიხიდან. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტის სასახლეში, სადაც თქვენ დღეს ხვდებით ერთმანეთს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობის. მე დავდე მაგიდაზე 5 არსებითი საკითხი, რომელთა ირგვლივ საჭირო იყო შეთანხმება, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც არის ქვეყანაში და მე დაგპირდით, რომ ჩართული დავრჩებოდი ამ პროცესში და დავნიშნე ჩემი პირადი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი, ვინც საქართვეოში იმყოფებოდა ორჯერ და ჩაატარა ბევრი შეხვედრა ყველა თქვენგანთან. მე ვთხოვე ჩემს დიპლომატიურ ჯგუფს, რომ პროცესისთვის მხარდაჭერა ძალიან აქტიურად გაეწიათ და 6 კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს თქვენი პასუხისმგებლობისთვის და გამბედაობისთვის, რომ გადაგედოთ თქვენი განსხვავებები გვერდით საქართველოს ინტერესებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ბატონ დანიესლონსაც, მათ შორის, ბატონ კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, ჩვენ ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)