|
2021-04-19 12:17:30, 568 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ
შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს. როგორც მან აღნიშნა, მხარეებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს. „ვფიქრობ, გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა ფაქტობრივად დასავლეთს და დემონსტრაციულად არ მოვიდნენ მოლაპარაკებებზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამით მათ რეალურად აჩვენეს საკუთარი სახე მთელ დასავლეთს. მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია რადიკალურად მიუდგებოდა ამ დოკუმენტს და უარს იტყოდა ხელმოწერაზე, რაზეც შემდეგ იტყოდნენ, რომ ოპოზიცია არ თანხმდება და ა.შ. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური გუნდი ვართ პასუხიმგებლიანი ძალა და მიგვაჩნია, რომ იმ შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ. აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ამ დოკუმენტის ყველა კომპონენტი არ მოგვწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში დასავლელი პარტნიორების მიერ არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი, რომელმაც შეიძლება ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)