|
2021-04-19 12:17:40, 497 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს
არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა, პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია. „ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)