17:49 - 26 Jul, 2026
|
2021-04-18 20:47:37, 977 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ - შარლ მიშელის ახალი წინადადება მხარეებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ახალი წინადადებით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ამნისტიის, ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისათვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)