|
2021-04-18 15:31:15, 557 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - დღეს გავიგებთ დაიდება, თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც რაიმე შეთანხმების მიღწევა შეიძლება
დღეს გავიგებთ დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მათ აქვთ ორი უმთავრესი საკითხი - 1. პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და 2. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დიალოგის გახსნა. „დღეს ჩვენ გავიგებთ რა შეიცვალა მათ მიდგომებში და დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის საკითხები, რომელზეც შეიძლება განხილვის დაწყება და საერთოდ რაიმე შეთანხმების მიღწევა. რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილია პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნთან დაკავშირებით დიალოგის გახსნა, ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც შეთანხმების საგანი აუცილებლად უნდა იყოს. მედიატორები იქნებიან ელჩები და მათ ექნებათ მომზადებული საკუთარი ხედვები თუ როგორ ხედავენ შექმნილი კრიზისის განმუხტვის გზებს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)