|
2021-04-17 10:37:43, 1049 ნახვა
პოლიტიკა
ჯერი კონოლი - მოხარული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალისხმევა სტაბილურობისკენ მიმართა და „ნაციონალური მოძრაობა“ წაახალისა
„რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯერი კონოლი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით, „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც სენატორი აღნიშნავს, ქართველი ხალხი დემოკრატიული იდეალებისადმი გაერთიანებულ სტაბილურ მთავრობას იმსახურებს. „ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გარშემო. მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, - წერს სენატორი. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)