|
2021-04-16 14:53:04, 761 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას
საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5 წლიანი ვადიანობის მქონე ევრობონდების წარმატებით გამოშვების თაობაზე. მისი განცხადებით, გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა და შედეგად, კუპონის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2,75%-ით. „ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი და მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორები ძირითადად, წარმოდგენილნი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)