16:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 10:06:53, 678 ნახვა

პოლიტიკა
ჯო ბაიდენი - ვთანამშრომლობდით და ვითანამშრმლებთ, მაგრამ თუ რუსეთი დაარღვევს აშშ-ის ინტრესებს, ჩვენ ვუპასუხებთ

თუ რუსეთი გააგრძელებს დემოკრატიისთვის ხელის შეშლას, მზად ვარ, შემდგომი საპასუხო ზომები მივიღო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი დაარღვევსს აშშ-ის ინტერესებს, ამერიკა მზად არის უპასუხოს.

მანვე დასძინა, რომ აშშ მტკიცედ დგას ევროპაში პარტნიორების, მოკავშირეების მხარდასაჭერად და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მე ვლადიმერ პუტინს ნათლად ვუთხარი, რომ აშშ მტკიცე დგას ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდასაჭერად. შეშფოთება გამოვთქვი უკრანის საზღვართან რუსეთის სამხედროების მობილიზების გამო, ასევე ოკუპირებულ ყირიმზე. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცეა და მკაცრად მოვუწოდე, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან. ახლა არ არის დეესკალაციის დრო. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვითანამშრომოთ და ვითანამშრომლებთ კიდეც. თუ რუსეთი დაარღვევს აშშ-ის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics