16:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 16:32:43, 684 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი გახარიას გამოყენებით მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის

გახარია რეალურად ბიძინა ივანიშვილის პროექტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი გახარიას გამოყენებით მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის.

„თქვენ გახსოვთ ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ის თავად შექმნიდა ოპოზიციას. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას გამოყენებით ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას, რაც დამახასიათებელია ავტოკრატული რეჟიმებისთვის.

გახარია რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელმაც დაინახა, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა ვერ დარჩებოდა მომავალი არჩევნებისთვის და შესაბამისად, ავანსცენაზე „ქართული ოცნება 2“-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიყვანა გიორგი გახარია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics