14:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 11:28:27, 625 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: თუკი ნახავენ, რომ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა არეულობის მოწყობისა, მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

თუ ოპოზიცია არეულობის მოწყობის შესაძლებლობას ამოწურავს, მოუწევს პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება თავად ნიკა მელიას ხელშია.

„ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი თუკი მათთვის გადამწყვეტია, ეს გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიას ხელშია. გუშინ იყო მცდელობა სხვანაირად მიესაღებინათ ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მოსახლეობისთვის, საკითხი არის უმარტივესად - პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, იმ შემთხვევაში თუკი ნიკა მელია განაცხადებს თანხმობას, რომ მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოში, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა, თავის მხრივ, მზად არის მიმართოს სასამართლოს.

ერთადერთი შესაძლებელია, რომ თუკი ისინი ნახავენ, რომ  ყველა შესაძლებლობა ამოწურეს ქვეყანაში არეულობის მოწყობისა, მაშინ მოუწევთ, გინდა არ გინდა, პარლამენტში შემოსვლა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics