14:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 16:01:13, 485 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, ეს იყო სრული ფარსი, მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა

ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, ეს იყო სრული ფარსი, მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში დარჩა.

„ეს არ იყო არანაირი პროცესი, ეს იყო სრული ფარსი, ამაზრზენი, თავიდან ბოლომდე ნიღაბი მოიხადა პროკურატურამ, ლუღლუღებდა და მთელი ორი თვის მანძილზე რასაც იტყუებიან, რასაც იმეორებს „ქართული ოცნების“ თავხედი დეპუტატები, რომ მის ხელშია გასაღები და გადაიხადოს. ეს ყველაფერი დასრულდა, კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა დაკომპლექტებულია უსინდისო აფერსტებით. ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს, დასრულდეს ტყუილი, რომ თითქოს არ უნდა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა. ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს. ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხზე, რომ ნახეს, არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს ნიკა მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და აფერისტობა. ეს მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics