14:50 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 15:33:29, 902 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - ​მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა ქვეყნის სასწორზე

მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე პარლამენტის არჩეულმა წევრებმა სრული შემადგენლობით უნდა იმუშაონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს მოსახლეობას. საზოგადოება ელოდება, რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას აღნიშნული საკითხები და პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. გამოწვევებზე უნდა იმუშაოს პარლამენტმა სრული შემადგენლობით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად  შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ამ პროცესში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics