13:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 17:37:58, 1174 ნახვა

პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - ვწუხვარ გალის რაიონის 4 მცხოვრების გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ადგილობრივი მოსახლეობის ტკივილს ასახავს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე.

„ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო მათი ოჯახებისა და მეგობრების მიმართ.

უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც იტანს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მანამდე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით.

რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და მან უპირობოდ უნდა დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევეროკავშირის მონიტორინგის მისია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 4 პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის  გავლით ცდილობდა. მდინარის ადიდების გამო - ოთხივე მათგანი დაიხრჩო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics