13:14 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 10:38:41, 667 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი - ენგურში მომხდარი ფაქტი თბილისისთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში აღნიშნული ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. როგორც ოფიციალური ქართული მხარე, ასევე მათი ოპონენტები აღშფოთებულები არ არიან ხალხის გარდაცვალების საქმით, მათ მიეცათ შესაძლებლობა აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტირზმი და კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით რუსეთს“, - აღნიშნულია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს მომხდარი ფაქტის პოლიტიზირება და „იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდების“ მოპოვება, მიუღებელია.

„მომხდარი ფაქტის გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ’, - აღნიშნულია ე.წ საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics