13:14 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 17:54:58, 810 ნახვა

პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - თუ საქართველო სურს განვითარება, პარლამენტი უნდა იყოს სრულფასოვანი, მას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია

თუ საქართველოს სურს განვითარება პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მარინა კალიურანიდი აღნიშნავს, ევროკავშირი მმართველი პარტიისგან ელოდება მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები.

„ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ჩვენ გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად ვერ მივიღებთ. დიახ ჩვენ ყოველთვის მმართველი პარტიისგან ველოდებით მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ერთიანი მოქმედება. ეუთო/ოდირმა ნათელი ანგარიში წარადგინა არჩევნებთან დაკავშირებით, იყო დარღვევები, თუმცა არჩევნები სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და მანდატს არ იღებს. თუ საქართველოს სურს განვითარება პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია.“ - განაცხადა მარინა კალიურანდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics