|
2021-04-06 12:11:07, 776 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ჩვენი წინადადებაა, საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები
ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია და ფაქტობრივად, ნახევარზე მეტ ამომრჩეველს სურს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სალომე სამადაშვილმა გუშინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წინადადებაა, ჩატარდეს პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები. „საზოგადოებას ცხადია ურჩევნია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი ძალიან აშკარად არის გაყოფილი და ფაქტობრივად, ნახევარზე მეტ ამომრჩეველს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, ვადამდელი არჩევნები. ჩვენი წინადადებაა, რომ ჩატარდეს პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გამოსავალი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)