11:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 11:07:26, 696 ნახვა

სამართალი
ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics