|
2021-04-05 16:08:53, 813 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იწვევს უკუქმედებას
ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს და შეახსენებს რას წარმოადგენენ .... , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იწვევს უკუქმედებას. „ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ. ჩემთვის მიუღებელია ციხეში რომ ადამიანებს კლავდნენ. ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონის მიხედვით, ქმედება იწვევს უკუქმედებას - მარტო ფიზიკაში და მექანიკა ში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ჩვენგან წახალისებული არ არის, თვითონ თავის პოზიციას გამოხატავს. მიუღებელი, დასჯადი და საზიზღრობაა, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწამებდნენ ციხეებში და ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს და შეახსენებს რას წარმოადგენენ ....“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ მოძრაობა „სირცხვილიას“ მიმართ სალანძღავი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრება. გუშინ კი, 4 აპრილს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)