11:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 21:20:21, 658 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია მუსიკით გრძელდება-რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე აქცია კომENDანტი გრძელდება. აქტივისტები პარლამენტისკენ 17:00 საათზე სამი სხვადასხვა ადგილიდან გაემართნენ და ამ წუთებში კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ. სწორედ კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ შეკრებილები.
სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტს საათს აპროტესტებენ და გაუქმებას ითხოვენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში, დილის ხუთ საათამდე, დაარღვევენ ამ შეზღუდვას. პარლამენტის წინ ელექტრონული მუსიკის კონცერტი იგეგმება. 

ადგილზე სიმბოლურად გალიაში გამოკეტილი ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები მიიტანეს.
პარლამენტის წინ სცენა დაიდგა და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გრძელდება. 

მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველზე ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ:

  • Killage;
  • Loudspeakers;
  • რეზო და ბავშვები;
  • St. Nudes;
  • წერილი;
  • რობი კუხიანიძე;
  • შოთა ადამაშვილი;
  • რეზო კიკნაძის ბენდი;
  • Skyra;
  • Boya;
  • Trotsky;
  • Frankie Beatnik;
  • Vasil;
  • Tobako Tween;
  • Nio.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics