|
2021-04-03 15:03:09, 721 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ელისაშვილი და „გირჩი“, ახლა ქლიავების პარტია, კობახიძეზე მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას
ელისაშვილი და მეორე პარტია, „გირჩი“ რომ ერქვა და ახლა ქლიავების პარტია ჰქვია, კობახიძეზე მეტად ახმოვანებენ ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დარწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავამ ჟურნალისტების შეკითხვას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით უპასუხა. „ელისაშვილი არაფრით არ განსხვავდება და კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას, ეგეც და მეორე ის, „გირჩი“ რომ ერქვა და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასა და ჩაშლილ მოლაპარაკებებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)