08:31 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:31:34, 416 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ეს ფსევდოპატრიოტული ისტერიაა - „ნაცმოძრაობას“ არც პოზნერი, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო აინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს არც პოზნერი, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო აინტერესებთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების ფონზე სამოქალაქო აქტივისტები აქცია, ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული, სამარცხვინო ისტერიაა.

„ეს ყველაფერი არის ფსევდო-პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც აქვთ, არის მუდმივი რყევები და დესტრუქციის მცდელობა, ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ ამ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics