08:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 17:35:15, 942 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება - ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი - უფრო ვრცლად.

1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ“, - აღნიშნულია მიმართვაში.





გამარჯობა, ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი - უფრო ვრცლად. 1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს...

Posted by Nika Melia on ოთხშაბათი, 31 მარტი, 2021




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics