08:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:58:50, 545 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრო - იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას ეხმაურება.

როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს, ის დამწუხრებული და იმედგაცრუებულია, რომ „ქართლმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

ამასთანავე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ შეთანხმების გარეშე მოლაპარაკების დასრულება მეგობრებსა და საერთაშორისო პარტიორებს ცუდ სიგნალს უგავნის.

„მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მედიაციის მისიით საქართველოში. დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართლმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტიორებს. საჭიროა რეფლექსიის პერიოდი“ - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics