08:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 12:37:23, 481 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ნაწილთან ინდივიდუალური შევედრები გამართოს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები გამართოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური კრიზისიც კრიზისია, რომელსაც სჭირდება მოგვარება, რისთვისაც მმართველი გუნდი ცდას არ დააკლებს.

„მე გეთანხმებით, რომ ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგარება, ამისათვის ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან, შესაძლოა ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შესაძლოა იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ. ჩვენ გვექნება მცდელობა და ყველა შემთხვევაში, კონსტრუქციული მიდგომა ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics