|
2021-03-29 13:14:29, 1034 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ
ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. ამასთანავე, მანვე დასძინა, რომ მმართელი გუნდი მზადაა, გონივრული და სახელმწიფოებრივი კომპრომისის მისაღწევად. „ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ, მოისმინეთ განცხადებები ევროკავირის ოფიციალური წარმომადგენლების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, ეუთო//ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს არჩევნები. რა თქმა უნდა ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მინდა დავიტოვო პოზიტიური მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება და ჩვენი მხრიდან, არ ჰქონია რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან გავხდით, როდესაც მათ ჩაშალეს დიალოგი და არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნეს მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა ბელადი სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)