05:20 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 13:20:33, 509 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს

ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ „წითელი ხაზებით“ საუბრობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი.

„მიუხედავად უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა, ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ „წითელი ხაზებით“ საუბრობს. ეს ძალიან კარგად მიუთითებს მათ მზაობას შეთანხმება-კონსენსუსთან დაკავშირებთ. რაც არ უნდა თქვას თალაკვაძემ და კობახიძემ, ყველამ კარგად იცის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არის როგორც რიგგარეშე არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი. ამ ორივე თემაზე აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ამ პუნქტების გარეშე შეთანხმება ვერ იარსებებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს კრისტიან დანიელსონის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არ დაუბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics