|
2021-03-25 15:31:34, 607 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია, რაზეც მეტყველებს 2 თვით ადრე დაანონსებული აქცია
საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 15 მაისს დააანონსებულ აქციას ეხმაურება. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 თვის შემდეგ დაანონსებული აქცია მეტყველებს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ დადიან მათ დაანონსებულ აქციებზე და ისინი მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. „ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას 2 თვის შემდეგ, არ ვიცი, ალბათ დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას 2 თვის შემდეგ, ეს მიუთითებს, რომ საუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ დაანონსებულ აქციებზე, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია და ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ვგულისმოხიბ რადიკალური სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)