|
2021-03-25 14:43:28, 609 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - პოლიტიკურ კრიზისში ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად გამოიყურება
ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად, - ასე ეხამურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. მისი თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანი პოზიციაა, თუმცა ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს. „როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევკების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)