|
2021-03-25 14:14:28, 685 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შევა პარლამენტში
ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შევა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება. „მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)