2021-03-25 09:56:12, 1438 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინა 76%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადებების წინააღმდეგ
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებით, ვაქცინა 76%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე კვლევამ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ 65 წელს მყოფ პირებში 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ბოლოს ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ასტრაზენეკას“ და „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ კი, 100%-ით.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან