|
2021-03-24 14:32:58, 700 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ-დან მძიმე გზავნილები ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ისმოდა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, აშშ-დან მძიმე გზავნილები ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ ისმოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს უსიამოვნო საყურებელია, თუმცა ოპოზიციამ აღნიშნული გარე ზეწოლა უნდა გამოიყენოს და ქვეყნის შიგნით პროტესტი გააძლიეროს. „არც მე მახსოვს და ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის. ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდელ, სულ ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას. ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ საქართველო, რომელიც ბევრი ფაქტორის, ჩვენი საზოგადოების მიღწევების გამო, არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, საზოგადოების მიღწევების გამო, ვარდების რევოლუციის და იმის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის გამო, ყველა მძიმე ჩავარდნის მიუხედავად, 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის გამო, ყოველთვის ითვლებოდა დამსახურებულად მკაფიო ლიდერად ამ რეგიონში და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო, რომ საკომიტეტო მოსმენები ჩვენი მთავარი პარტნიორის პოლიტიკურ ელიტაში ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ წავა საქართველო წინ, ნატოში გაწევრიანების გზით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გზით, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების გზით. დღეს, მსჯელობა სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის იმაზე, თუ როგორ უფსკულისაკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად. ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)