|
2021-03-23 10:50:36, 581 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ - Global Finance „თიბისი“ საუკეთესო ბანკად აღიარა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance „თიბისი“ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის ლიდერობას საქართველოს ბაზარზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული. „ბანკები მსოფლიოს მასშტაბით მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საუკეთესო ბანკების კატეგორიაში ის ლიდერი ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენის პროცესში. მსოფლიო პანდემიის და უპრეცენდენტო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით წლევანდელი შეფასებები კიდევ უფრო ღირებული და ნიშანდობლივია ჩვენს 28 წლიან ისტორიაში", - ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისათვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება. „მოხარული ვართ რომ თიბისიმ, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. განსაკუთრებით ახლა, გლობალური პანდემიის პერიოდში, აღნიშნული ჯილდოები იმის მტკიცებულებაცაა, რომ თიბისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ძლიერ გუნდთან ერთად მზად არის არსებულ გამოწვევებს გადაწყვეტები მოუძებნოს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)