|
2021-03-22 18:03:23, 582 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის მინისტრებმა კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ საკითხს მხარი დღეს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე დაუჭირეს, სადაც ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. არ გამართულა ფართო დებატები. დენიელსონს მხარი დაუჭირეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, როდის დაბრუნდება ის საქართველოში“, - წერს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრიტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ასრულებდა ფასილიტატორის როლს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დიალოგი მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)