|
2021-03-20 15:23:10, 568 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალით და ხელოვნურად შექმნილი კრიზისის აღმოფხვრა ოპოზიციაზეა დამოკიდებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარძის განცხადებით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში მოგონილი კრიზისი თვეების განმავლობაში გრძლდებოდეს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიციას შეუძლია, რომ ძალით შექმნილი, ხელოვნური კრიზისი 1 წამში აღმოფხვრას. „ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება გამოვა ციხიდან, აი ამ არგუმენტებით, შექმნილი ძალით, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, აღმოიფხვრას 1 წამში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ ქვეყნაში კრიზისია და სხვა დღის წესრიგი ვერ გვექნება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)