2021-03-20 11:41:28, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 420 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 420 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 133 ქვეყანაში მიმდინარეობს და ყოველდღიურად საშუალოდ 10 მილიონ ადამიანს უტარდება.
ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის, 118 მილიონი ადამიანი აცირა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 64.9 მილიონზე მეტია.
ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 8 მილიონი ადამიანია აცრილი, ისრაელს კი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი და ჩილე მოსდევს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან