|
2021-03-19 12:58:10, 695 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას
იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას. „იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობები დააყენა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი, იმდენად არასამართლიანად, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის დოკუმენტი და პოზიციები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ამით „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. მან ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)