12:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 16:10:20, 573 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: 2021 წელს, გაგრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები

„2020 წელსაც, პანდემიის პირობებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ-დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომ კვლავ აქტუალურები ვყოფილიყავით საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, რადგან გაზრდილი მოსავლის პირობებში, აუცილებელია ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.

გასული წელი, ერთი მხრივ, იყო ყურძნის მაღალმოსავლიანი წელი, მეორე მხრივ, იყო რთული გამოწვევების წელი ღვინის ინდუსტრიისთვის.

ღვინის ექსპორტში ჩვენ შემცირება არ გვქონდა, თუმცა, დაგეგმილი იყო ექსპორტის ბევრად დიდი ზრდა. სწორედ ამ დაგეგმვაზე იყო გათვლილი, როდესაც ქვეყანაში იზრდება ახალი ვენახების მსხმოიარობა და  პირველადი ნედლეულის რაოდენობა.

ჯამში, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 100 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ხოლო რთვლის პროცესში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics