|
2021-03-18 12:58:49, 415 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება. აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შეხვედრა გუშინაც გაიმართა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გუშინდელ აუდიენციაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა არ მომხდარა. მათივე თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება. ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)