|
2021-03-18 10:55:10, 486 ნახვა
ეკონომიკა
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში გაუძღვება
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge" განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და იაპონურ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge" შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. Red Bridge-ს იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს. 2021 წელს, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan" და „Wine and Gourmet Japan", ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო", რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა. კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა იაპონიის მასშტაბით ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს. განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)