|
2021-03-17 14:01:58, 536 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას არ დაესწრება
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება. როგორც ბაქრაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, დღევანდელ შეხვედრაზე პარტია „ევროპულ საქართველოს“ გიგა ბოკერია წარმოადგენს. „მინდა წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერად დარჩენას. წარმატებულ მოლაპარაკებებს ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს და კოლეგებს. მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე ჩემს პოზიციებსა და შეფასებას აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას. აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პოლიტიკური და პიროვნული რესურსით ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინსვლა, დემოკრატია, სტაბილურობა და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს“, - აღნიშნულია დავით ბაქრაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)