|
2021-03-16 18:28:06, 575 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, სასჯელი უნდა მოიხადოს, პოლიტიკოსობა პატიმრობიდან გამოშვების მიზეზი არ არის
პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა ქვეყანაში განხორციელებულ სასამართლო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულია. „სასამართლო რეფორმა ჩვენთვისაც კრიტიკული მნიშვნელობისაა. აბსოლუტური ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მიღწეული. 2012 წელს რომ მოვედით კატასტროფული სიტუაცია იყო, არ ვაჭარბებ. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, იყო სამ ეტაპიანი რეფორმა სასამართლო სისტემაში. მზად ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გამოშვებას, პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის როდის და როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა და სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გამოუშვას პატიმრობიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)