|
2021-03-16 13:53:47, 509 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!
შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება. ელჩის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებმა, პასუხისმგებლობის გრძნობამ და გამბედაობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უთანხმოების მოგვარებას. „შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებმა, პასუხისმგებლობის გრძნობამ და გამბედაობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)