|
2021-03-15 14:42:20, 514 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო - ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი პუნქტი, პარლამენტში სამუშაოდ შემოსვლაა შესასრულებელი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი პუნქტი, პარლამენტში სამუშაოდ შემოსვლაა შესასრულებელი. მისი თქმით, იმ ფორმატში, რომელშიც დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება. „კრისტიან დანიელსონმა განმარტა, რომ საკითხები კომპლექსურია. ის იმედიანად და ოპტიმისტურად არის განწყობილი, უბრალოდ ამისათვის საჭიროა რამდენიმე საათით მეტი დრო. მეც ოპტიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ასეთი ფორმატით უფრო მალე იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა. ის პუნქტები რაც არის ძირითადად არის ხელისუფლების პოზიციის მიერ შეთავაზებული. რაც შეეხება ოპოზიციის პუნქტებს, რამდენადაც ვიცი იქ ერთადერთი პუნქტია მათი მხრიდან შესასრულებელი - პარლამენტში შემოსვლა სამუშაოდ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)