23:18 - 25 Jul, 2026
|
2021-03-15 14:18:35, 569 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში, ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, შეხვედრები გამართა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთანავე, კრისტიან დანიელსონმა უკვე მეორე დღით გაახანგრძლივა საკუთარი ვიზიტი და აღნიშნა, რომ მისი მიზანია საქართველოს გამოყვანა პოლიტიკური კრიზისიდან, ამიტომ ის მხარეებთან შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)