|
2021-03-15 12:16:17, 377 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა, რომ პრემიერი ბრიუსელში ცარიელი ხელებით არ წასულიყო
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ცარიელი ხელებით არ უნდა წასულიყო. ბაქრაძე საუბრობს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების ვადებზე და აღნიშნავს, რომ პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს. „პრემიერის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ვადა, როცა საკითხი უნდა გადაწყდეს. კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტით წასულიყო და არა ცარიელი ხელებით. მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი პარტნიორები ამის მიუხედავად აგრძელებენ მოლაპარაკებებს. შეთანხმებისთვის გონივრული ვადა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროცესი ვერ გაიწელება განუსაზღვრელად. მხარეებმა არ უნდა გამოიყენონ დროის გაწელვა როგორც ტაქტიკად და პროცესი კონკრეტულ ვადებში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)