|
2021-03-15 11:39:28, 516 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა მოსწყინდებოდა
„„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა მოსწყინდებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ილუზია გააქრო კრისტიან დანიელსონის ქვეყანაში დარჩენამ, რამაც დაადასტურა, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის შედეგით დასრულება. „თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარე მოსწყინდებოდა მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის შედეგით დასრულება. ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში და ვფიქრობ, ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს და ვნახოთ, როგორ შეიცვლება ან არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია“, - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)